2023-02-28 14:23:46, 1473 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა სვიატოგორსკში სამაშველო სამსახურის შენობას ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სვიატოგორსკში საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ დონეცკის ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ Telegram-ზე დაწერა.
კირილენკოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი მაშველი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
"ღამით რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სვიატოგორსკს, შევიდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში. წინასწარი ინფორმაციით, 1 მაშველი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ეს არის მიზანმიმართული და ცინიკური თავდასხმა არა სამხედროებზე, არამედ მათზე, ვინც მშვიდობიან მოსახლეობას აქტიური საომარი მოქდებების დროსაც კი გადარჩენაში ეხმარება", - განაცხადა დონეცკის ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,