23:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 12:49:23, 677 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დანიის ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დანიის სამეფოს ელჩს საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა დანიელ დიპლომატს ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავდაცვის მინისტრმა დანიურ მხარეს ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა.  მინისტრმა დანიელ დიპლომატს ეროვნული გვარდიისთვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

დანიურ მხარესთან აქტიური კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დანიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებები სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics