2023-02-28 10:32:53, 741 ნახვა
პოლიტიკა
კონდოლიზა რაისი - ვნანობთ, რომ აშშ-მა და ევროპამ რუსეთს 2008 წელს უკანონო ქმედებების გამო არ დავუწესეთ სანქციები
ვნანობთ, რომ აშშ-მა და ევროპამ რუსეთს 2008 წელს უკანონო ქმედებების გამო არ დავუწესეთ სანქციები,- ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივნმა, კონდოლიზა რაისმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ახლა სწორი მიმართულებით არ მიდის, ვინაიდან ირღვევა ადამიანის უფლებები და პრობლემაა დამოუკიდებელი მედიის მხრივ.
"2008 წელს სწორედ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებით რუსეთმა ვერ მოახერხა თბილისში შეჭრა - ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო. ვნანობთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ რუსეთს თავისი უკანონო ქმდემებების გამო მაშინ არ დავუწესეთ სანქციები. ადამიანის უფლებები ირღვევა, ასვე პრობლემაა დამოუკიდებელი მედიის მხრივ. საქართველო ახლა სწორი მიმართულებით არ მიდის",- განაცხადა რაისმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,