|
2023-02-27 12:13:54, 1788 ნახვა
მსოფლიო
ლანდსბერგისი - პუტინთან მოლაპარაკებები მხოლოდ კონფლიქტის გამეორებას გამოიწვევს
პუტინთან მოლაპარაკებები მხოლოდ კონფლიქტის გამეორებას გამოიწვევს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. ლანდსბერგისს არ სჯერა ვარაუდის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "ომით დაიღლება და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება". "პუტინის მიზნები არ შეცვლილა. მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეუძლია მათ მიაღწიოს. ის გააგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას. მან გამოაცხადა ჯვაროსნული ლაშქრობა და ამიტომ ვერ ჩერდება", - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლანდსბერგისი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინაში რეალური მშვიდობის დამყარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნდება. "ვთხოვთ უკრაინის მოკავშირეებს, სრულად მიუძღვენით თავი უკრაინის სრულ გამარჯვებას. ეს ერთადერთი ჭეშმარიტი ვარიანტია“, - ამბობს ლანდსბერგისი. საგარეო საქმეთა მინისტრი მოსაზრებას, რომ ყველა ომი მოლაპარაკებებით მთავრდება, არ ეთანხმება. "მეორე მსოფლიო ომი არ დასრულებულა მოლაპარაკებებით. მშვიდობა შეიძლება იყოს მდგრადი მხოლოდ მაშინ, როდესაც პუტინი დამარცხდება. პუტინთან მიმდინარე მოლაპარაკებები მხოლოდ კონფლიქტის განმეორებას გამოიწვევს. სწრაფი, სრული გამარჯვება არის ხანგრძლივი მშვიდობის ერთადერთი გარანტია", - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)