|
2023-02-27 10:00:59, 1284 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - ჩვენ არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე
ჩვენ არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, თუ რუსეთის არსებობის საკითხი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ იგივე ელის თავად კაცობრიობის და ცივილიზაციის არსებობასაც. „თუ თავად რუსეთის არსებობის საკითხი სერიოზულად დადგება, ეს, მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის შემდგომი არსებობის საკითხთან ერთად, უკრაინის ფრონტზე არ გადაწყდება. აქ არანაირი ორაზროვნება არ უნდა არსებობდეს. ჩვენ არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე“,- განაცხადა მედვედევმა. მედვედევის თქმითვე, რუსეთის მტრები "კიევის რეჟიმს" იარაღს აწვდიან და ამით შესაძლო მოლაპარაკებებს აფერხებენ და მეტიც, მათი ქმედებები „სრულ ფიასკოსა და აპოკალიფსს“ იწვევს, რუსეთი კი არ დაუშვებს ასეთი სცენარის განვითარებას. "როგორც ისტორია გვიჩვენებს, ნებისმიერი დაშლილი იმპერია თავის ნანგრევებში მართავს მსოფლიოს ნახევარს, ან უფრო მეტსაც. ამასთან, დასავლეთს აქვს ილუზია, რომ მას შეუძლია გაანადგუროს დღევანდელი რუსეთი, ეს არ იმუშავებს სსრკ-სთან”,- დასძინა მედვედევმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს უკრაინაში ადგილობრივი კონფლიქტი გადაიტანოს გლობალური დაპირისპირების ფაზაში და ასევე სურს რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენოს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)