20:44 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-26 18:51:24, 1834 ნახვა

ომი უკრაინაში
შოიგუ - უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის მიწოდება სამხედრო შეტაკებებს გაამძაფრებს

უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის მიწოდება სამხედრო შეტაკებებს გაამძაფრებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

შოიგუ რუს პროპაგანდისტებთან საუბრისას დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის წინსვლის სიღრმე დამოკიდებული სწორედ ამაზე იქნება.

„უკრაინაში რუსული ჯარების წინსვლის სიღრმე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შორი მანძილის იარაღს მიიღებს კიევი დასავლეთის ქვეყნებიდან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რაც უფრო მეტ შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს მიაწვდის დასავლეთი უკრაინას, რუსეთი "საფრთხეებს თავისი საზღვრებიდან" მით უფრო შორს გადაიტანს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics