|
2023-02-24 14:45:03, 827 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი დიდ დიღომში რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში საბურთალოს რაიონის გამგეობამ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრთან მდებარეობს. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელთან, გაიოზ ვასაძესთან ერთად დაათვალიერა. „დიდ დიღომში რეკრეაციული სივრცე ეწყობა. გასულ წელს თბილისის მერიამ და ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთობლივად განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტი - აშენდა საფეხბურთო სკოლა, რომელსაც პირველ რიგში, აქ მცხოვრები ახალგაზრდები და პატარები იყენებენ. სპორტული მოედნის მშენებლობის დროს ზოგიერთი მოქალაქე გამოხატავდა პროტესტს - სურვილი ჰქონდათ, სტადიონის ნაცვლად პარკი გაშენებულიყო, თუმცა, არსებული პროექტი სპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ყოველთვის ვუწყობთ ხელს. მაშინ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ ირგვლივ არსებული ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდებოდა და რეკრეაციული სივრცე გაშენდებოდა. აღნიშნულ სამუშაოებს, რომელიც ზაფხულისთვის დასრულდება, საბურთალოს რაიონის გამგეობა აწარმოებს. ტერიტორია ყველანაირად კეთილმოეწყობა - დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა განათების სისტემა, სარბენი და სასეირნო ბილიკები“, - განაცხადა კახა კალაძემ. რეკრეაციული სივრცე 5000 კვ. მ ფართობზე ეწყობა.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)