|
2023-02-23 17:20:04, 849 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი - სააკაშვილის ხალხი რომ ხელისუფლებაში იყოს, ისე დაგვხვრეტდნენ, როგორც იუნკერებს
როგორც შეიძლება პარლამენტის წევრს კანონის ინიცირების უფლებას არ გაძლევდნენ, სააკაშვილის ხალხი რომ ხელისუფლებაში იყოს, როგორც იუნკრებს, ისე დაგვხვრეტდნენ., - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უნდა დაისვას კითხვები, უნდა თუ არა საზოგადოებას იმ ევროკავშირში გაწევრიანება, სადაც ევროპარლამენტარები მოუწოდებენ, მათი თამაშის წესით ითამაშოს ქვეყანამ, გაათავისუფლოს კრიმინალი და მართლმსაჯულებაზე დახუჭოს თვალები. „დემოკრატია რატომ გვინდა? ადამიანებმა საკუთარი არჩევანი თავისუფლად გამოხატონ იმ ძალის მიმართ, ვინც უნდათ, რომ ქვეყანა მართოს. ეს წესები ყველამ უნდა დავიცვათ და როცა ამ სიტუაციის აღრევა ხდება და სიცრუეს „გვატენიან“, რომელიც გვინდა თუ არა უნდა მივიღოთ და ამას საფუძვლად უდებენ იმას, რომ თუ ამას არ გააკეთებთ, ვერ მიიღებთ სტატუსს და ევროკავშირის წევრი ვერ გახდებითო, სწორედ ეს არის ზიანი ფუნდამენტური ღირებულებების ბრძოლისთვის. როცა ხაზს უსვამენ, რომ 85 პროცენტი მომხრეა ევროკავშირში გაწევრიანების, რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რომელ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ? ეს კითხვები ხომ უნდა დავსვათ. იმ ევროკავშირზე უნდა გვქონდეს აქცენტი გაკეთებული, რომელსაც კუბილიუსი გვთავაზობს თავისი, რაღაც გაურკვეველი წესების თამაშით და მოგვიწოდებს, თუ კრიმინალს არ გაათავისუფლებ, მართლმსაჯულებაზე თვალებს არ დახუჭავ და ა.შ. ეს ისეთი თემებია, რაზეც საზოგადოებას სიმართლე უნდა მივაწოდოთ", - განაცხადა ყაველაშვილმა.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)