|
2023-02-23 09:59:01, 667 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - გადაწყვიტეს მოკლან ჩემი შვილი, მას სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი
გადაწყვიტეს მოკლან ჩემი შვილი, სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აქვს, რადგან ყველაფერი პუტინზეა დამოკიდებული, მას კი რასაკვირველია უხარია, რომ სააკაშვილი ციხეშია. "2003 წლის ვარდების რევოლუციისა და მერე 2004 წლის შემდეგ ასეთი ფინალი ვერ წარმომედგინა. ის რასაც ჩვენ ახვლა ვხედავთ წარმოუდგენელია, რატომაღაც ისევ მეთოთხმეტე საუკუნეში დავბრუნდით. ცოტახნის წინ ჩენმა პრემიერმა, მიუნხენში ყოფნისას განაცხადა, რომ სააკაშვილი სისხლისღვრისთვის ჩამოვიდა. საინტერესოა, 2003 წელს რევოლუციის დროს თმის ღერიც არავის ჩამოვარდნია. საიდან მოიტანეს ეს. სად დაღვარა სისხლი?! ის ახლა ძალიან ცუდადაა. ის მოწამლეს ციხეში, რაც უკვე დადასტურებულია საუკეთესო ლაბორატორიებში. მას აქვს ინტოქსიკაცია და ეს მძიმე მეტალები უნდა გამოდევნონ ორგანიზმიდან, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ამიტომ ის ყოველდღიურად უფრო და უფრო ცუდადაა. ყოველდღე მაღალი სიცხე აქვს, ძვალი და ტყავია დარჩენილი რადგან კახექსია აქვს, გაუარესების ფონზე არ შეუძლია მოძრაობა, აქვს სახსრების და კუნთების ტკივილი. ძალიან რთულია ამის ყურება და მე ყოველდღე სასწაულს ველოდები. მათთვის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ჩემი შვილის გაკეთებულს არანაირი ფასეულობა არ აქვს და პირიქით ისინი მუშაობენ, რომ სახელმწიფოებრიობა გაანადგურონ. გადაწყვიტეს მოკლან ჩემი შვილი, სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი. თუმცა ძალიან წუხს, რომ არ არის ახლა უკრაინაში. ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აქვს, რადგან რასაც მე ვხედავ, ის დამოკიდებულია პუტინზე. პუტინს რასაკვირველია უხარია, რომ სააკაშვილი ციხეშია. ახლა მძიმე პერიოდი გვაქვს, მაგრამ ჩემი შვილი ოპტიმისტია, აქვს გეგმები და თვლის, რომ ეს ყველაფერი დროებითია",- განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)