23:48 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 08:58:27, 879 ნახვა

პოლიტიკა
დუდა - რუსეთს კოლონიური ამბიციები აქვს, სურს დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები, ის თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს

რუსეთს კოლონიური ამბიციები აქვს, სურს დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები, ის თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს,- ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ CNN-თან საუბრისას განაცხადა.

დუდას თქმით, რუსეთმა უნდა შეაჩეროს თავის იმპერიული ამბიციები.

„პირველ რიგში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არის ის, რომ რუსეთმა უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე. რუსეთი არის იმპერია, რომელსაც აქვს კოლონიალური ამბიციები. მას სურს, დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები და მათგან სარგებელი მიიღოს. ამის კარგი მაგალითი დღეს უკრაინაა, მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც. ბოლო წლებში, 2008 წელს რუსეთმა თავდასხმა განახორციელა საქართველოზე, ასევე მუდმივი პრობლემაა მოლდოვაში. ასე რომ, რუსეთი ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას ახდენს და უკრაინამ განიცადა ეს ფრონტალური შეტევა. ეს ომი იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი თავის იმპერიული ამბიციების აღდგენას ცდილობს და მან ეს უნდა შეაჩეროს“,- განაცხადა დუდამ.

დუდას თქმითვე, პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას.

„ეს არის ჩვენი პოზიცია და ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რადგან გვჯერა, რომ თუ უკრაინა წინ აღუდგება რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს შეაჩეროს ეს იმპერიული ამბიციები“,- დასძინა დუდამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics