|
2023-02-22 11:20:19, 733 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა გააუქმა 2012 წლის განკარგულება, რომელიც რუსეთის ევროკავშირთან და აშშ-სთან დაახლოებას ითვალისწინებდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 2012 წლის ბრძანება „რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებების შესახებ“ გაუქმდა. პუტინის გადაწყვეტილებით, გაუქმდა 11-წლიანი ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის დაახლოებას ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან. გარდა ამისა, განკარგულება პატივს სცემდა მოლდოვას სუვერენიტეტსა და ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მეორეს მხრივ, ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას „რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე ღრმა ცვლილებებთან დაკავშირებით“. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 21 თებერვალს შევიდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა პარლამენტის გაერთიანებულ პალატას სიტყვით მიმართა. 2021 წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი ფედერაციის საბჭოს წინაშე სიტყვით პირველად გამოვიდა. ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)