23:48 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 21:39:59, 752 ნახვა

პოლიტიკა
შულიაკი - ქართველი მეომრები საშინელი მტრისგან იცავენ მთელ მსოფლიოს

ქართველი მებრძოლები, რომლებიც იბრძვიან უკრაინელების გვერდით, მე თავს ვხრი მათ წინაშე, - ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ოლენა შულიაკმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი მეომრები საშინელი მტრისგან იცავენ მთელ მსოფლიოს, იცავენ დემოკრატიას, იცავენ თავისუფლების და ერთიანობის პრინციპებს.

"ჩვენ მადლიერები ვართ საქართველოს ყველა მოქალაქისადმი, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. ყველა მხარდაჭერას უმაღლესი ფასი აქვს ასეთ რთულ დროს. ის ქართველი მებრძოლები, რომლებიც იბრძვიან უკრაინელების გვერდით, მე თავს ვხრი მათ წინაშე. ის ადამიანები, რომლებიც წინა ხაზზე არიან, საშინელი მტრისგან იცავენ მთელ მსოფლიოს, იცავენ დემოკრატიას, იცავენ თავისუფლების, ერთიანობის პრინციპებს", - განაცხადა შულიაკმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics