|
2023-02-21 21:09:14, 741 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენმა პირობა დადო, რომ ომის დაწყებაში ყველა პასუხისმგებელი პირი პასუხს აგებს
მიმდინარე კვირაში აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს - ამის შესახებ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში, მეფის სასახლეში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ომის დაწყებაში ყველა პასუხისმგებელი პირი პასუხს აგებს. "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთმა მძიმე ფასი გადაიხადოს. და ამ კვირაში ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ სანქციებს, მივიყვანთ პასუხისმგებელ პირებს ამ ომის დაწყებაში. ჩვენ დავსჯით მათ, ვინც ჩაიდინა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები." - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, თავისუფლების დაცვა არ არის მხოლოდ ერთი დღე ან ერთი წელი. მან აღნიშნა რომ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და თავის დაცვას და უკრაინელები ამისთვის მზად არიან. „თავისუფლებაზე ამაღლებული არაფერია, თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერია. ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, არის ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა იცხოვრონ თავისუფლებაში. ჩვენ ვართ სინათლის მხარეს და არა სიბნელის. ჩვენი მიზანია განთავისუფლება და არა ჩაგვრა. თავისუფლება და არა მონობა“. - განაცხადა ჯო ბაიდენმა გამოსვლის ბოლოს ბაიდენმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ დამცველებს და პოლონეთს უკრაინელების მხარდაჭერისთვის.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)