|
2023-02-21 17:26:38, 526 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - გასულ წელს, აქტიური ღონისძიებები ჩატარდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასულ წელს, აქტიური ღონისძიებები ჩატარდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ არაერთი სწავლება დაორგანიზდა და ჩატარდა. „2022 წელს, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა მონიტორინგის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაცია მომზადდა. მისი პრაქტიკაში აღსრულების და მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები გადამზადდნენ. ასევე, ევროკავშირის პროექტის - „საქართველოში უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის მხარდაჭერა“ - ფარგლებში, დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.ვახტანგ გომელაური: გასულ წელს, აქტიური ღონისძიებები ჩატარდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)