14:32 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 09:15:20, 798 ნახვა

მსოფლიო
ჰათაის პროვინციაში ორი მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 213 დაშავდა

თურქეთში, ჰათაის პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 213 დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN Türk-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე, სულეიმან სოილუზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ოფიციალური პირის ცნობით, ახალი მიწისძვრების შემდეგ, სამ ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.

"ამ დროისთვის, 5 ადამიანის გამოყვანას ვცდილობთ ნანგრევებიდან, შემოსულია კიდევ 42 შეტყობინება", - უთხრა ჟურნალისტებს სოილუმ.

ცნობისთვის, გუშინ, 20 თებერვალს, თურქეთში, ჰათაის პროვინციაში, ადგილობრივი დროით 20:04 საათზე 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. სამი წუთის ინტერვალით, ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებიც დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერად სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის სამხრეთ ნაწილში 6 000-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. 6 თებერვალს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 და მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა, რასაც 41 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics