|
2023-02-20 17:38:09, 718 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის მინისტრი - უმუშევრობა გასულ წელს მართლაც ისტორიულ მინიმუმზე დავიდა
გასული წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე - 2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს 17.3%-ს გაუტოლდა, - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე. „ჩვენ გვესმის, რომ უმუშევრობის ისევ მაღალი დონე გვაქვს ქვეყანაში, თუმცა, დადებით ტენდენციას უნდა შევხედოთ და ამ კუთხით უმუშევრობა 2022 წელს მართლაც ისტორიულ მინიმუმზე დავიდა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად, 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. 2022 წელს დასაქმების დონე 42.9%-ს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.5 პროცენტით მეტია", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ეკონომიკის მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ეს მაჩვენებლები პანდემიამდელ მაჩვენებლებსაც მნიშვნელოვნად აღემატება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებულ იქნას და 2023 წელსაც გაგრძელდეს. „თუმცა, გვესმის, რომ როდესაც ჩვენ დასაქმებაზე და უმუშევრობაზე ვსაუბრობთ, საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ - ჩვენი პრობლემა არის სტრუქტურული უმუშევრობა, როდესაც თანხვედრაში არ არის ხოლმე სამუშაო ძალის კვალიფიკაცია, ან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და მოთხოვნა სამუშაო ძალაზე", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)