|
2023-02-20 17:30:52, 694 ნახვა
საზოგადოება
კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ნატო-ს პროგრამის ძალისხმევით ISMS-ის უწყებთშორისი კურსი მიმდინარეობს
კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის (ISMS) უწყებთშორისი კურსი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლებას კიბერუსაფრთხოების ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და ეროვნული ბანკის თანამშრომლები ესწრებიან. სწავლება სტანდარტების ბრიტანული ინსტიტუტის (BSI) მიერ ISO 27001 სტანდარტზე დაყრდნობით ტარდება. კურსი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად თანამშრომელთა შესაძლებლობების ზრდას ისახავს მიზნად. კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (NATO PDP), რათა როგორც უწყებრივ, ასევე ეროვნულ დონეზე ხელი შეუწყოს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების გარემოს მდგრად განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)