|
2023-02-20 16:57:00, 1413 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - იანვარში სავაჭრო ბრუნვა მილიარდ-ნახევარ დოლარამდე იყო, წინა წელთან თითქმის 30%-ით არის გაზრდილი
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ტენდენციებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, გასულ წელს არსებული დადებითი დინამიკა 2023 წლის იანვარშიც გაგრძელდა. „2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ 259 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა დაახლოებით 12% იყო. შესაბამისად, იანვარში გაგრძელდა ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც სავაჭრო კუთხით 2022 წლის განმავლობაში გვქონდა. ასევე 2023 წლის იანვარში მთლიანი ექსპორტი 38.5%-ით გაიზარდა და თითქმის ნახევარი მილიარდი, უფრო ზუსტად კი 460 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - როგორც ადგილობრივი, ისე რეექსპორტის ჩათვლით. იანვარში ასევე იმპორტი გაიზარდა 25.2 პროცენტით და 1 002.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. შესაბამისად, იანვარში სავაჭრო ბრუნვა მილიარდ-ნახევარ დოლარამდე იყო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 30%-ით არის გაზრდილი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ლევან დავითაშვილი თქმით, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ექსპორტი გაიზარდა ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, ახლო სამეზობლო ქვეყნებთან. 2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე თურქეთში, ჩინეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას - მინისტრის ინფორმაციით, ძირითადი კატეგორიები ტრადიციული საექსპორტო პროდუქტებია. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ჰაბის როლს ასრულებს და გარდა ადგილობრივი ექსპორტისა, აქედან ხდება ავტომობილების ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში - ეს მიმართულება საკმაოდ აქტიური იყო იანვრის თვეში. „2023 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 104.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 68.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 50.8 მლნ. აშშ დოლარით (11.1 პროცენტი)", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში გასულ წელთან შედარებით ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის ქართული ღვინის ექსპორტი.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)