|
2023-02-20 12:47:35, 810 ნახვა
საზოგადოება
ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში, „საჰაერო ძალების თამაშებში“ იასპარეზებენ
ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ამერიკის შეერთებულ შტატებში ,,საჰაერო ძალების თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. ლას-ვეგასის საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო საჰაერო თამაშები სტარტს 24 თებერვალს აიღებს და 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები სპორტის 6 სახეობაში - პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში იასპარეზებენ. ტურნირისთვის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. „საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედროები წელს პირველად იასპარეზებენ, სადაც მათ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები გაუწევენ მეტოქეობას. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)