|
2023-02-17 11:13:07, 756 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიშის მოსამზადებლად სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიშის („კონფლიქტი საქართველოში“) მოსამზადებელი ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ, სტუმრებს, საქართველოში მედიკამენტებსა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიმდინარე რეფორმები გააცნო. „შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები. საუბარი შეეხო პროგრამას, რომლიც 2025 წლამდე, 13 000 იძულებით გადაადგილებული ოჯახის, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებას გულისმობს. მხარეებმა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ირაკლი მხეიძე, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა და საგარეო ურთიერთობების დირექტორატის პოლიტიკური მრჩევლები, ჯონ დორბერი და მაქსიმ ლონგანგი, ასევე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ნატალია ვუტოვა ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)