04:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 10:45:12, 770 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. სწავლება ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის -„ადამიანური რესურსების მართვა“ ფარგლებში განხორციელდა.

უწყების ცნობით, ტრენინგის მიზანი იყო შსს-ს აკადემიის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

"სწავლების დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - ალექსანდრე ვინიკოვი დაესწრნენ, რომლებმაც ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილეს იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომლებიც შსს-ს აკადემიაში ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, კერძოდ, შსს-ს აკადემიის თანამშრომელთა შეფასების სისტემისა და სამუშაო აღწერილობების განახლებული კონცეფციის მნიშვნელობას.

ღონისძიების დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა - ალექსანდრე ვინიკოვმა სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს",- აღნიშNულია ინფორმაციაში..





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics