2023-02-16 09:19:51, 1204 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია
საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია,- ამის შესახებ ვროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება ივანიშვილის პირადი ვენდეტის ნაწილია და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.
"ტექსტი ნათელია - ბიძინა ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა „სააკაშვილის დაკავებაზე, რაც არის მისი პირადი ვენდეტის ნაწილი“. საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია",- წერს იუკნევიჩიენე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
ამასთან, ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ვერსია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,