01:28 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 09:20:53, 1534 ნახვა

ომი უკრაინაში
​ჩერნიაკი - უკრაინის დაზვერვა პუტინის ახლო წრესთან თანამშრომლობს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო წრესთან თანამშრომლობს.

როგორც ანდრეი ჩერნიაკმა ბერძნულ გამოცემა  "იეფიმერიდასთან" ინტერვიუ განაცხადა, პუტინის წრეში საკმაოდ ბევრი ადამიანია, ვინც მხარს არ უჭერს რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელ პოლიტიკას უკრაინის მიმართ, კერძოდ სრულმასშტაბიან ომს.

"ომში ჩვენ ვიყენებთ კანონით დაშვებულ ყველა საშუალებას. ჩვენ ვიპოვეთ თანამშრომლობის მექანიზმები პუტინთან ძალიან დაახლოებულ ადამიანებთანაც კი. ეს ხალხი ყოველგვარი ეჭვის მიღმაა, ისინი ცნობილია როგორც "დიდი რუსეთის" მხარდამჭერები",- ამბობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. 

ჩერნიაკის თქმით, რუსი მაღალჩინოსნები თავდაცვის უწყებასთან პირადი ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობენ. 

„ყველა ამას აკეთებს საკუთარი სარგებლობისთვის - ეს მათ ინტერესებშია. ზოგი სიცოცხლის გადასარჩენად. ზოგი იმიტომ, რომ ფულს კარგავს. უკრაინაში შემოჭრის შემდეგ, რიგმა ადამიანმა დაიწყო ფულის დაკარგვა და გავლენები დაკარგა, რაც არ მომწონს, - განმარტა მან.

ანდრეი ჩერნიაკმა ასევე დასძინა, რომ რუსული ჯაშუშური ქსელი ევროპის ქვეყნებში აქტიურ მოქმედებას აგრძელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics