|
2023-02-14 18:10:32, 847 ნახვა
საზოგადოება
„ილია II-ის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არასდროს დადგება“ - საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა
საქართველოს საპატრიარქოში ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არ ყოფილა და არც განიხილება. "არასდროს არ დადგება ეგ საკითხი დღის წესრიგში. აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში რაღაცა მსგავსი რომ ეთქვა, ვერ მოესწრება ვერავინ ამას, პატრიარქი იქნება დიდხანს. პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ. მის გადადგომას ვერ მოესწრება ვერავინ",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. ცნობისთვის, ორი წლის შემდეგ პირველად, საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ის რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)