04:36 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 18:20:37, 729 ნახვა

პოლიტიკა
საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

საფრანგეთის საელჩოს განცახდებაში ნათქვამია, რომ ღირსების ორდენი ნინო ლომჯარიას იმ მნიშვნელოვანი როლისთვის გადაეცემა, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ინსტიტუსთვის შეასრულა.

"დღეს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი შერაზ გასრი, შეხვდა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბ-ნმა მაკრონმა იგი ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ეს ჯილდო ქ-ნ ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics