|
2023-02-13 18:03:24, 849 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ, რაც ძირს უთხრის რეზოლუციების მიმართ ნდობას
ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ, რაც თავისთავად ძირს უთხრის ნდობას ამ რეზოლუციების მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, იმ სახის შინაარსის ჩაწერა რეზოლუციებში, როგორიც ახლა არის, თავად ევროპარლამენტის პრობლემაა, ვინაიდან ყალბი ინფორმაციების გავრცელება ძირს უთხრის ნდობას ევროპარლამენტის მიმართ. "ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ, რაც თავისთავად ძირს უთხრის ნდობას ამ რეზოლუციების მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, ასეთი სახის შინაარსის ჩაწერა რეზოლუციებში თავად ევროპარლამენტის პრობლემაა, ვინაიდან ყალბი ინფორმაციების გავრცელება რეზოლუციების მეშვეობით, ძირს უთხრის ნდობას ევროპარლამენტის მიმართ", - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტში დარეგისტრირდა ახალი რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არის შეფასებული და მისი სანქცირებაა მოთხოვნილი.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)