|
2023-02-13 10:55:44, 690 ნახვა
საზოგადოება
ელჩი - სამი მოქალაქე უკვე საქართველოშია გადასვენებული, ერთის გარდაცვალება ჯერ არ დასტურდება
დადასტურდა 5 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ სტიქიის ზონიდან განაცხადა. ჯანჯღავას თქმით, ჰათაის პროვინციაში საქართველოს ერთ მოქალაქეს ისევ ეძებენ. "დადასტურდა 5 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში და დანარჩენზე მუშაობს საელჩოს საკონსულო სამსახური, რა თქმა უნდა, მათაც გადაასვენებენ საქართველოში. ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემური საკითხი ჰათაის პროვინციაში, რომელიც ეხება ერთ მოქალაქეს, მისი გარდაცვალება ჯერ დადასტურებული არ არის და მიმდინარეობს მიდის სამძებრო სამუშაოები", - განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 34 000-ს გადააჭარბა. მსხვერპლთა შორის საქართველოს 5 მოქალაქეა. დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 6 თებერვალს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ამჯერად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)