07:00 - 10 May, 2026
|
2023-02-12 12:23:06, 842 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.6 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ში, სოფელ გომთან იყო. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა ოზურგეთის სიახლოვეს გუშინ, 11 თებერვალსაც მოხდა. 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ოზურგეთის აღმოსავლეთით 7 კმ-ში, სოფელ ვაკიჯვარში დაფიქსირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)