07:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-11 14:56:51, 1178 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ”112”-ის თანამშრომლები დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის თანამშრომლებს 112-ის დღე პირადად მიულოცა. მინისტრის მოადგილეს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 112-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ცენტრის 4 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

„112“-ის დღე 2009 წელიდან აღინიშნება. ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. ეს დღე, მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics