06:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-11 14:27:41, 1645 ნახვა

საზოგადოება
კლინიკა „ვივამედიდან“ სააკაშვილის გონების კარგვის კადრები გავრცელდა [ვიდეო]

კლინიკა "ვივა მედიდან" მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები გავრცელდა, რომელშიც გონების კარგვის რამდენიმე ეპიზოდი ჩანს. ვიდეომასალა CNN-მა გაავრცელა.

აღნიშნული კადრები CNN-ს სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა, რომლებიც 2022 წლის 6 ოქტომბრით თარიღდება. 

"ის საჭიროებს სასწრაფო გადაყვანას და უნდა ჩაუტარდეს დეტოქსიკაციის პროცესი და მაშინაც კი, ჩვენმა ნევროლოგმა არ იცის, მოხდება თუ არა მისი ტვინის დაზიანების შემობრუნება",- განაცხადა დანჯელომ.

აღსანიშნავია, რომ 14 დეკემბერს კლინიკიდან სააკაშვილის კადრები პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა, თუმცა არასრული სახით. 

შეგახსენებთ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics