12:25 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 15:08:21, 1336 ნახვა

სამართალი
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძმებ კაკულიებს 9-9 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დავით და გურამ კაკულიებს 9-9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ზვიად შარაძემ საბოლოო განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა და პროკურატურის შუამდგომლობა 3 ნაწილში დააკმაყოფილა. 

კერძოდ, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ. ხოლო დამნაშავედ იქნენ ცნობილი საზღვრის უკანონო კვეთაში. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა.

ძმები კაკულიები სამართალდამცველებმა 30 მაისს ორთაჭალაში დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენა. კერძოდ, მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის მცდელობა, საზღვრის უკანონო კვეთა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics