06:57 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 14:59:58, 1332 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო - წმინდა სინოდის სხდომა 14 თებერვალს გაიმართება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა სამშაბათს, 14 თებერვალს გაიმართება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, წმინდა სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით გაიმართება.

„მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“-  აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომა ბოლოს 2 წლის წინ, 2021 წლის 11 თებერვალს გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics