04:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 14:09:58, 1414 ნახვა

ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა საქართველოში კერძო კაპიტალის სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა

„გალტ & თაგარტმა“,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში კერძო კაპიტალის ბაზრის (private equity) განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

„გალტ & თაგარტის“ კვლევა ფარავს კერძო კაპიტალის განვითარების გლობალურ ტენდენციებს, რეგიონისა და ბალტიის ქვეყნებში სექტორის განვითარების ანალიზს და საქართველოში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას. 

კვლევა ასევე მოიცავს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის, საინვესტიციო ფონდებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც საქართველოში კერძო კაპიტალის ბაზრის განვითარებას უშლის ხელს. შედეგად, შემუშავდა დეტალური რეკომენდაციები, რომელიც ეხება როგორც მოთხოვნის, ასევე კერძო კაპიტალის მიწოდების მხარეებს. 

„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე ხელმისაწვდომობა. ამჟამად საქართველოში კერძო კაპიტალის ბაზარი განვითარების საწყის ეტაპზეა. ამის მიზეზად ბევრი ფაქტორი სახელდება, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკის ზომა, დაფინანსების სამიზნე კომპანიების სიმცირე  და კომპანიაში ინვესტიციის განხორციელების შემდგომ გასვლის შეზღუდული შესაძლებლობები. ვფიქრობთ, რომ რეგიონის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და კერძო, საჯარო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების კოორდინაციის საფუძველზე არსებობს საქართველოში ალტერნატიული დაფინანსების წყაროების განვითარების პოტენციალი“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.  

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: 

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID-ი ეხმარება საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში, რომელიც ინტერგრირებული იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის შესახებ: 

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა 5-წლიანი, $19 მილიონიანი პროექტია, რომელსაც ახორციელებს „დელოიტ კონსალტინგი“. პროგრამის მიზანია საქართველოს ეკონომიკური მმართველობის გაუჯობესება და ეკონომიკის განვითარება საზოგადოების საჭიროებათა გათვალისწინებით. https://www.facebook.com/USAIDEconomicGovernanceProgram 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics