17:18 - 29 Jun, 2026
|
2023-02-08 15:29:23, 1283 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ლონდონში ვარ, რათა პირადად გადავუხადო მადლობა ბრიტანელ ხალხს და პრემიერ-მინისტრს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთს ეწვია. პრეზიდენტის თვითმფრინავი ლონდონის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. აეროპორტში უკრაინის სახელმწიფოს ლიდერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა. "გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უკრაინას დაეხმარა. დღეს კი, ლონდონში ვარ, რათა პირადად გადავუხადო მადლობა ბრიტანელ ხალხს მხარდაჭერისთვის და პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს", - დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა. აღსანიშნავია, რომ ეს დიდ ბრიტანეთში ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მეორე ვიზიტია, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მანამდე პრეზიდენტი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)