|
2023-02-08 13:37:25, 1090 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 10,000-ს გადააჭარბა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სწრაფად იზრდება და უკვე 10,000-ს გადააჭარბა, ბოლო მონაცემებით, თვით თურქეთში 10100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 39000-ზე მეტი დაშავდა. -ამის შესახებ, სააგენტო "ანადოღლუ იუწყება. სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში სამაშველო სამუშაოები მეორე ღამეა გრძელდება, თუმცა მათ დაბალი ტემპერატურა და დაზიანებული გზები აფერხებს - ბეტონის ფილების ასაწევი აღჭურვილობის მიწოდება რთულია. თურქი კოლეგების დასახმარებლად მაშველები მთელი მსოფლიოდან მოდიან. მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენილები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, კვლავაც ნანგრევებიდან გამოყვანილნი არიან, მოსახლეობაში სასოწარკვეთა და რისხვა იზრდება სამაშველო სამუშაოების ნელი პროგრესის გამო. თურქეთმა მსგავსი ტრაგედია 1999 წელს განიცადა. შემდეგ, სტამბოლიდან არც თუ ისე შორს, იზმიტში, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე, 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 17 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)