07:52 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 21:19:06, 908 ნახვა

პოლიტიკა
ენმ-ის ოფისში ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს - სააკაშვილი და ხაბეიშვილი მხარდამჭერებს უხმობენ

ენმ-ის ახლადდანიშნული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმის შესახებ განცხადებას დღეს, პარტიის ოფისში გააკეთებენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს, იქ უნდა განვიხილოთ სამომავლო გეგმები. პარტიაში გაკეთდება განცხადება. ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს დღესვე ველოდები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. საზოგადოებას მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას“, – ამბობს ხაბეიშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, წერილით ეხმაურება. 

"მე ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა! ყველა ძალის გაერთიანების დროა! ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ დასკვნით სხდომაზე გამოაცხადა.

მანამდე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სხდომა დასკვნითი სიტყვებით განახლდა. გადაწყვეტილება კი მოსამართლე არევაძემ სწორედ ადვოკატებისა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics