06:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 19:01:58, 1282 ნახვა

სამართალი
ხაჭაპურიძე სასამართლოზე - ვართ კი ჰუმანიზმის მატარებელი ერი ? თუ ისევ იქ ვართ, სადაც პირველი პრეზიდენტი, ბატონი გამსახურდია მოვკალით

ბატონო მოსამართლე, თქვენ შეგიძლიათ დღეს თქვენი გადაწყვეტილებით ითამაშოთ ისტორიული როლი და საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შერიგებას, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეზე გამართულ პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი გიორგი არევაძის გადაწყვეტილებასთან არის კავშირში და მის გადაწყვეტილებას მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს და ელოდება.

"ბატონო მოსამართლე, თქვენ შეგიძლიათ დღეს თქვენი გადაწყვეტილებით ითამაშოთ ისტორიული როლი და საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შერიგებას. ეს შანსი თქვენ ხელიდან არ უნდა გაუშვათ. მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა დღეს თქვენს ხელთაა. მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალყურს რა გადაწყვეტილებას მიიღებთ - ვართ კი ჰუმანიზმის მატარებელი ერი ? თუ ისევ იქ ვართ, სადაც პირველი პრეზიდენტი, ბატონი გამსახურდია მოვკალით", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დიდი ალბათობით მოსამართლე გიორგი არევაძე ისტორიულ გადაწყვეტილებას სხდომის დასრულების შემდგომვე გამოაცხადებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics