|
2023-02-04 14:52:54, 826 ნახვა
პოლიტიკა
სანოტარო სერვისების გაციფრულება - ნოტარიუსთა პალატა გერმანიის გამოცდილებას იზიარებს
ელექტრონული ხელმოწერა, სანოტარო არქივის გაციფრულება, დისტანციური სანოტარო აქტები - სანოტარო სერვისების გაციფრულების თემებზე კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს. გაციფრულების პროექტი ნოტარიუსთა პალატის პრიორი ტეტია. გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენელმა დავიდ ზიგელმა ქართველ კოლეგებთან, გერმანიის სანოტარო სისტემაში სამართლებრივი დოკუმენტების გაციფრულების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. საქართველოში ელექტრონული სანოტარო სერვისების შესახებ კი, ნოტარიუსთა პალატის იურისტმა ნინო ხარიტონაშვილმა ისაუბრა. ონლაინ მინდობილობა, განცხადება/გარიგება, - ეს ის სანოტარო სერვისებია, რომლებსაც ქართველი ნოტარიუსები დღეისათვის გასცემენ. ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის გამოყენების მიმართულებით კი, ნოტარიუსთა პალატა მუშაობის დაწყებას სამომავლოდ გეგმავს. კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ, გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენელმა, სასამართლო მრჩეველმა რიჰარდ ბოკმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. კონფერენციაში ქართული და გერმანული ნოტარიატის, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო ხელისუფლების, ადვოკატთა კორპუსის, მედიატორთა ასოციაციის, სამეცნიერო სფეროს, გერმანული პარტნიორი ორგანიზაციის - IRZ-ის და სიპების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)