|
2023-02-04 14:10:36, 926 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგა - იმედია მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გათავისუფლდება, პოლონელი დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებასთან შუამავლობაში ჩართული არიან
იმედი მაქვს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გათავისუფლდება. პოლონელი დიპლომატები და პრეზიდენტები ჩართული არიან საქართველოს ხელისუფლებასთან შუამავლობაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ციხეში ყოფნა საშინელი გამოცდილებაა, როგორც მას ადვოკატისგან ინფორმაცია აქვს, სააკაშვილისთვის არასწორი მედიკამენტების მიწოდება ხდებოდა. მან დასძინა, რომ რთულია იმის თქმა სახელმწიფო ამას განზრახ აკეთებდა თუ არა, მაგრამ ფაქტია ამ ყოველივემ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიურად იმოქმედა, რაც სამედიცინო დიაგნოზებში დასტურდება. "როგორც ჩანს, მისთვის ციხეში ყოფნა საშინელი გამოცდილებაა. თვეების განმავლობაში ჩვენ ვიბრძოდით ევროპარლამენტის მრავალპარტიულ ჯგუფში, რომ ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლდეს და საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მიეცეს. სტრასბურგში ევროპარლამენტის ბოლო სესიაზე, მე ვუმასპინძლე მის ოჯახს, მათ შორის მის შვილს რთულია იმის თქმა განზრახ ხდებოდა თუ არა ეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ნეგატიური გავლენა იქონიეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რომელიც დადასტურდა სამედიცინო დიაგნოზით", - განაცხადა ფოტიგამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)