08:58 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 18:43:23, 854 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ჩალაძე - მიხარია, რომ ამ პარტიაში საქმე ლაპარაკის ნაცვლად იქნება სტილი და შედეგების დადება იქნება უპირველესი

მე მიხარია, რომ ამ პარტიაში საქმე ლაპარაკის ნაცვლად იქნება სტილი, მუშაობა და შედეგების დადება იქნება უპირველესი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი კი რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ყველამ კარგად იცით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუნდი აპირებს მუშაობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ბრძოლა არ დასრულდება იქამდე, სანამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი დადებითობისკენ არ შეიცვლება.

"მე მიხარია, რომ ამ პარტიაში საქმე ლაპარაკის ნაცვლად იქნება სტილი, მუშაობა და შედეგების დადება იქნება უპირველესი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი კი რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ყველამ კარგად იცით. ეს კარი [სააკაშვილის გათავისუფლების შტაბების] ყველასთვის არის ღია, სხვა პარტიიდან ჩვენი მეგობრები გვეხმარებიან დღე პირველიდან და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ვისთვისაც პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არის მნიშვნელოვანი შემოგვიერთდება. უახლოეს დღეებში გავაკეთებ ჯგუფის პრეზენტაციას იმ გეგმის პრეზენტაციას როგორც ვაპირებთ მუშაობას, მუშაობა მიმართული იქნება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ და ეს არ დასრულდება ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი დადებითად არ გადაწყდება, რაც მოხდება ძალიან მალე, ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთადერთი გამოსავალი", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics