|
2023-02-03 18:27:57, 755 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებში გაწევრიანება შეეძლება ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი
გიორგი ჩალაძეს ეყოლება გუნდი,რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ შტაბების ჩამოყალიბებაზე და გამართვაზე, შესაბამისად "ნაციონალური მოძრაობა" იღებს პასუხისმგებლობას დაეხმაროს გუნდს, ამ მიმართულების გააქტიურებაში, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, შტაბები იქნება ზეპარტიული და გაწევრიანება შეეძლება ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ქვეყნის ევროპული მომავალი. "კონსულტაციები იმართებოდა მხოლოდ ერთ კანდიდატთან და ეს იყო გიორგი ჩალაძე, რომელსაც ეყოლება გუნდი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ შტაბების ჩამოყალიბებაზე და გამართვაზე, შესაბამისად "ნაციონალური მოძრაობა" იღებს პასუხისმგებლობას დაეხმაროს ლოჯისტიკაში, მათ შორის პარტიის საბიუჯეტო სახსრები მიმართოს ამ მიმართულებით და ხელი შეუწყოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ამ მიმართულების გააქტიურებას და შესაბამისად ჩემი პირველი გადაწყვეტილება იქნება ამ შტაბების ჩამოყალიბება, ეს იქნება ზეპარტიული და ამ შტაბში გაწევრიანება შეეძლება ყველა იმ ადამიანს ვისთვის მნიშვნელოვანია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და შესაბამისად მე მინდა რომ წარმატება ვუსურვო ამ შტაბს "ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)