|
2023-02-03 15:48:36, 843 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მელია არის წარსული - თუ ვინმე აპირებს ჩემს ოპოზიციაში ყოფნას, ეს მისი ნებაა
ნიკა მელია არის წარსული, გვაინტერესებს მომავალი, წინ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ვისაც პარტიის ახალი თავმჯდომარის ოპოზიციაში ყოფნა სურს, "მისი ნებაა". "ნიკა მელია არის წარსული, გვაინტერესებს მომავალი, წინ. მე მგონი, უნდა გაასწორონ ისრები იმიტომ, რომ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი და თუ ვინმე აპირებს ხაბეიშვილის ოპოზიციაში ყოფნას, ეს მისი ნებაა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეკითხვაზე, მანდატების დატოვების შესახებ მის განცხადებას ეთანხმებიან თუ არა ენმ-ის წევრები, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა აღნიშნა: "არ მაინტერესებს ნიკა მელიას აზრი და ეს არაერთხელ ავხსენი. თქვენ უტრირებთ ამას და რამდენიმე ეთერში ეს მე ავხსენი“. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ მანდატების დატოვების შესახებ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას კაპიტულანტური უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)