|
2023-02-02 20:43:24, 724 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - ზელენსკი გამოვიდა და სააკაშვილის გულის სანაცვლოდ კრიმინალს იცავს
პატიმარი არ ეგუება იმ სასჯელს, რომელიც კანონიერად აქვს მისჯილი და ირჩევს გზას, რომ აირიდოს სასჯელი, მაგალითისთვის, შეუთვალოს უკრაინელებს, რომ ჩემი გული თქვენ გეკუთვნით და იმედი აქვს, რომ უკრაინელები ამის გამო დაიცავენ მას, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის მოწოდებამ იმოქმედა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რომელიც გამოვიდა და სააკაშვილის გულის სანაცვლოდ დაიცვა კრიმინალი. „როდესაც პატიმარი არ ეგუება იმ სასჯელს, რომელიც კანონიერად აქვს მისჯილი და ირჩევს გზას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ აირიდოს სასჯელი, მაგალითისთვის, შეუთვალოს უკრაინელებს, რომ ჩემი გული თქვენ გეკუთვნით და იმედი აქვს, რომ უკრაინელები ამის გამო დაიცავენ მას. როგორც ჩანს, ამ მოწოდებამ იმოქმედა ზოგიერთ მათგანზე, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკიზე და ის გამოვიდა სააკაშვილის გულის სანაცვლოდ და იცავს კრიმინალს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)