|
2023-02-02 14:21:33, 825 ნახვა
საზოგადოება
რკინიგზის გენერალური დირექტორი ბრიუსელში ევროპის სარკინიგზო გაერთიანების გენერალურ ასამბლეას დაესწრო
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ბრიუსელში ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) გენერალურ ასამბლეას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, რიგით 71 ასამბლეაზე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა 2022 წელი შეაჯამეს და 2023 წლის გეგმებზე ისაუბრეს. „გაერთიანების ხელმძღვანელმა, ალბერტო მაცოლამ დელეგატებს 2023-ში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი გააცნო: მათ შორისაა ევროპის სარკინიგზო მიმოსვლის მოცულობების გაზრდა, ეკოლოგიური მდგრადობა და მწვანე სტატუსის შენარჩუნება, სარკინიგზო სექტორისთვის დამატებითი ინვესტიციების მოძიება, ერთიანი საბილეთო სისტემის შექმნა, კერძო ინვესტიციების მოზიდვა და ასევე სოციალური საკითხები, კერძოდ ქალების როლის გაძლიერება და მათი ჩართვა რკინიგზის სფეროში. გენერალური ასამბლეა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა. ღონისძიების დასასრულს დელეგატებმა მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)