|
2023-02-02 13:50:13, 745 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგა - მიხეილ სააკაშვილი კვდება ციხეში, ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე
მიხეილ სააკაშვილი კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ფოტიგას თქმით, სააკაშვილს არ ექცევიან ისე, როგორც სხვა მოქალაქეებს. „რამდენიმე წლის წინ, ვლადიმერ პუტინმა აღწერა, რას გაუკეთებდა სააკაშვილს, იმ დროინდელ პრეზიდენტს საქართველოსი. როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, ის ერთგულია თავის ქვეყნის და უნდოდა რომ ყოფილიყო საქართველოში. მას ისე არ ექცევიან, როგორც სხვა მოქალაქეებს. მე მიმმართავ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლონ სააკაშვილი და მისცენ საშუალება იმკურნალოს საზღვარგარეთ. ის კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე",- განაცხადა ფოტიგამ. ცნობისთვის, დებატები ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას ინიციატივით ტარდება. 1-ელ თებერვალს, სხდომაზე ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია. მის წინადადებას მხარი კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)