|
2023-02-02 00:08:45, 734 ნახვა
პოლიტიკა
დანილოვი სააკაშვილზე - გაუგებარია, რა სამყაროში ცხოვრობენ ქართველები, ჩვენი სისხლით უნდათ დაიბრუნონ ტერიტორიები და ჩვენ მოქალაქეს დასცინიან
გაუგებარია, რა სამყაროში ცხოვრობენ ქართველები, ერთი მხრივ, ჩვენი სისხლით უნდათ დაიბრუნონ ტერიტორიები, მეორე მხრივ კი ჩვენს მოქალაქეებს დასცინიან... ეს უბრალოდ მიუღებელია, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოს მთავრობამ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს და დაცინვის ნაცვლად, სააკაშვილი კიევში უნდა გაუშვან. "გაუგებარია, რა სამყაროში ცხოვრობენ ქართველები, ერთი მხრივ, ჩვენი სისხლით უნდათ დაიბრუნონ ტერიტორიები, მეორე მხრივ კი ჩვენს მოქალაქეებს დასცინიან... ეს უბრალოდ მიუღებელია. ჩვენს მოქალაქეებს ადამიანურად უნდა მოვექცეთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი ციხეშია. საქართველოს ხელისუფლებამ ცოტა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს, რომ დაცინვის ნაცვლად, ჩვენი მოქალაქე კიევში გაუშვან", - განაცხადა დანილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)