10:35 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 15:56:24, 772 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის დელეგაცია ბრიუსელში, ევროპის სარკინიგზო გაერთიანების ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს რკინიგზის დელეგაცია ბრიუსელში, ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. საქართველოს რკინიგზის ცნობით, ტრადიციულ ღონისძიებაზე ევროპული რკინიგზების წარმომადგენლები იკრიბებიან.

მათივე ინფორმაციით, წლევანდელ ცერემონიაზე რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს, მათ შორის იყო უკრაინის რკინიგზა, რომელსაც ევროპის რკინიგზების გაერთიანების 2023 წლის ჯილდო გადაეცა.

„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა სარკინიგზო სექტორში ქალების როლის გაძლიერება. სწორედ ამის დასტურია, რომ სექტორის წლის ინოვატორის ჯილდო- ქალბატონმა მიიღო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს საქართველოს რკინიგზაც. ღონისძიებაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტის ვიდეო მიმართვა აჩვენეს. რობერტა მაცოლამ აღნიშნა, რომ რკინიგზა უსაფრთხო, ეკომეგობრული ტრანსპორტია და რომ სარკინიგზო სექტორის განვითარება ევროპის მომავლისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. დაჯილდოების ცერემონიაზე შვედეთის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა სფეროს გამოწვევებზე, კერძოდ გამარტივებულ სერვისებზე, ოპერატიულ გადაყვანებსა და მომსახურების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის დელეგაცია უცხოელ კოლეგებს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics