|
2023-02-01 15:56:01, 720 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლად დანიშნულ ელჩთან - აჰმედ ალნუაიმისთან. შს სამინისტროს ცნობით, მინისტრმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. "შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა მხარეთა შორის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ხსენებული დოკუმენტი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში სტრატეგიული და ოპერატიული მიმართულებებით ურთიერთობის გაძლიერებას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)