|
2023-02-01 14:22:08, 754 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ერნსტ პეტერ ფიშერთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის ატაშე, დიტრიხ ებერსი. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანული მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებულ მდგომარეობას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და განიხილეს ამ მიზნით განხორციელებული, ასევე, მიმდინარე ღონისძიებები.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)