10:36 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 10:01:04, 838 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ბრიუსელში სექტორის გამოწვევებზე საუბრობს

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ბრიუსელში ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) ხელმძღვანელს შეხვდა. დავით ფერაძემ ალბერტო მაცოლას საქართველოს რკინიგზის მიმდინარე პროექტები, არსებული გამოწვევები და კომპანიის შედეგები გააცნო.

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა კომპანიის ევროდირექტივებსა და ევრორეგულაციებთან მიახლოების საკითხები და პროგრესი განიხილა, ასევე დეტალურად ისაუბრა თუ რა  პროცესებს გადის ამ ეტაპზე საქართველოს რკინიგზა.   მხარეებმა შეხვედრაზე სექტორულ ცვლილებებსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება.  

ევროპის სარკინიგზო გაერთიანების ხელმძღვანელმა საქართველოს რკინიგზას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ევროდირექტივების შესრულების პროცესში, მზად არის კომპანიის მენეჯმენტს ევროპული ქვეყნების მაგალითზე საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.  დაგეგმილი რეფორმების განვითარების ხელშეწყობისა და ურთიერთთანმშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით,  სამუშაო ჯგუფის შექმნა დაიგეგმა. 

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველო, ევროპის სარკინიგზო გაერთიანების პარტნიორი სახელმწიფოა.  
ალბერტო მაცოლა აღნიშნულ პოზიციაზე კოვიდ პანდემიის პერიოდში დაინიშნა, სწორედ ამიტომ ეს მხარეებს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics